ახალი ამბები
ზუგდიდში მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა

ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა, ინფორმაციას და ცერემონიალის ამსახველ ფოტოებს ზუგდიდის

მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მამია ალასანიას ბიუსტი ევროპის პარკში დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის წლის აჯანყებულთა მემორიალი.





ბიუსტის გახსნის ცერემონიალს მამია ალასანაის ოჯახის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილეები, სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი მამია ალასანია 6 მაისს 80 წლის გახდებოდა, ის 1943 წელს ანაკლიაში დაიბადა. 1993 წლის 27 სექტემბერს, 50 წლის ასაკში სეპარატისტებმა სოხუმში მოკლეს. მისი ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით თბილისში დაკრძალეს.

 

Print