ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდობის დღეს ღონისძიებებისთვის 23 280 ლარი გამოიყო
ზუგდიდში ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გასამართად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 280 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა მომსახურება უნდა გაწიოს, მათ შორის, მოიწვიოს დიჯეი, ხმის რეჟისორი და ასისტენტი, მოაწყოს სცენა შესაბამისი გახმოვანებით, განათებებით, აპარატურით, ფოერვერკით. ასევე, ღონისძიების მერიის ფეისბუქ გვერდზე ტრანსლირება უნდა უზრუნველყოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 6-დან 9 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი. ღონისძიება 22 აგვისტოს  განმუხურში გაიმართება.

ახალგაზრდობის დღე ზუგდიდში, წლებია, ტარდება.

Print