ახალი ამბები
ზუგდიდში შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
დღეს, 8 აგვისტოს, 21:00 საათზე, სკეიტ-პარკში შოვის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. ორგანიზატორებმა შესაბამისი ინფორმაციას სოციალურ ქსელში განათავსეს.

აქვე მითითებულია ანგარიშის ნომრები, რომლებზეც მსურველებს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოხალისეები რაჭაში მიემგზავრებიან.

„ნეოგენის ორგანიზებით გაიმართება სოლიდარობის აქცია, რათა მივუსამძიმროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ 3 აგვისტოს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები. ამ აქციით გამოვხატავთ საერთო გულისტკივილს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მიმართ. ზუგდიდიდან შოვში მიდიან მოხალისეები, რომლებით ადგილზე საჭირო ნივთებისთვის აგროვებენ თანხას. გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს: საქ.ბანკი #GE42BG0000000649707800 თიბისი ბანკი #GE97TB7581745061100025 მიმღები: ს.ფ.“, - ნათქამია აქციის აღწერაში.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნი. დაკარგულების საძებნად გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)

Print