ახალი ამბები
ზუგდიდელმა მღვდლებმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება ზუგდიდელმა მღვდლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩაიტანეს.

ეპარქიის ინფორმაციით, მათივე ინიციატივით, სასულიერო პირებმა და მრევლმა სტიქიის შედეგად დაზარალებულებისა და ეპიცენტრში მომუშავე ადამიანებისთვის საკვების, წყლისა და პირველადი მომხრაბეის ნივთები შეაგროვეს, რაც დღეს დანიშნულების ადგილას გაამგზავრეს.

სასულიერო პირების განმარტებით, მსგავსი დახმარება კიდევ იგეგმება.

ამასთან, 21:00 საათზე, სკეიტ-პარკში შოვის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. აქციის აღწერაში მითითებულია ანგარიშის ნომრები, რომლებზეც მსურველებს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოხალისეები რაჭაში მიემგზავრებიან.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 19 ადამიანის ცხედარი ნაპოვნი. დაკარგულების საძებნად გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)







Print