ახალი ამბები
ბიჭვინთაში გაგრის რაიონის "გაის" უფროსს ესროლეს - მედია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხაილ ბარციცის წინააღმდეგ, გაგრის რაიონის "გაის" ("სახელმწიფო ავტოინსპექციის") უფროსის ხაჯარატ ბგანბას დაჭრის საქმეზე, წერს "აფსნიპრესი".

ამავე ცნობით, ინციდენტი 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ბიჭვინთაში, რესტორან "ტერასასთან" მოხდა. სოფელ ლიძავას მცხოვრებმა, 24 წლის მიხაილ ბარციცმა ხაჯარატ ბგანბას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფეხში დაჭრილი მამაკაცი გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზი სამართალდამცავები კი ბარციცის დასაკავებლად ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


Print