ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო ახალგაზრდა მეწარმის, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადაეცა.

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

მისი თქმით, დღვანდელი დღე სიმბოლურია, რადგან იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და თაობას.

ქართული სოციალური ქსელის Feedc-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კვარაცხელია 2021 წლის  წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა გაიხსნა (ფოტო)

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

"მესიაკონი" აფხაზეთთან ახლოს - ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემ ბიბლიოთეკის მოსაწყობად სამუშაოები იწყება




Print