წალენჯიხელების წინაშე სიტყვით მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები წარსდგნენ.
"ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლააა. განაცხადი შემოვიდა 300 ახალგაზრდისგან. ძირითადად წალენჯიხელი ახალგაზრდები არიან. ძალიან მახარებს, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ მართლა მომავლის პროფესიამ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონამდე ამ პროფესიის ადამიანის დეფიციტია. სწორედ ეს სკოლა მისცემს წალენჯიხელ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ არ იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე, აქ შექმნან საკუთარი მომავალი, დაიწყონ მუშაობა და ონლაინ ჩაერთონ ისეთ კომპანიებს, რომელიც მსოფლიოში აღწევენ ძალიან დიდ წარმატებას. ვფიქრობთ გაფართოებაზე, საერთო ჯამში მეტი ჰაბის გაკეთებაზე. შედგენილი გვაქვს გეგმა, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ. არამარტო წალენჯიხა არამედ მთელი საქართველო უნდა იქცეს ჰაბად, იმისათვის რომ ინოვაციები, ტექნოლოგიები, IT მიმართულება გახდეს ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება ჩვენს ეკონომიკაში", - თქვა ხაზარაძემ.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები