ახალი ამბები
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ - სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკის ე.წ შეთანხმების რატიფიკაციაზე
"მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "X"-ის გვერდზე წერს.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხის ძლიერი რეაქცია, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.

"მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", - ამბობს პრეზიდენტი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელი ასლან ბჟანიამ მოაწერა, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო და სახალხო დამცველი. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, სახალხო დამცველმა კი მას კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული შემთხვევა უწოდა.
Print