ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა სოხუმში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ამის შესახებ მუზეუმის გვერდზე ვკითხულობთ.

ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში სოხუმელ სპეციალისტებს დაეხმაროს.

"ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და ამ მიზნით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი", - წერია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი". მასში ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის 300 - მდე ნამუშევარი.


Print