ახალი ამბები
სოხუმში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა "კულტურული მემკვიდრეობის შეუქცევად დანაკარგთან" დაკავშირებით
სოხუმში კულტურის მოღვაწეები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ყვავილებით შეამკეს ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას საფლავი. 
სამგლოვიარო მიტინგის მონაწილეებმა გულისტკივილი გამოთქვეს "ეროვნული ტრაგედიის გამო", რაც მათი თქმით, "აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შეუქცევადი დანაკარგია" , წერს "აფსნიპრესი".

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი". მასში ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე  შერვაშიძე - ჩაჩბას 300 - მდე ნამუშევარი.

დღეს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა, სოხუმის სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში.

Print