ახალი ამბები
ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი შეიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტობუსების განრიგი რამდენიმე სოფლის მიმართულებით შეიცვალა. 15 თებერვლიდან, ავტობუსები 8 მარშუტზე შეცვლილი დროით იმოძრავებენ. "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცვილელები შეეხო:


N8 - ზუგდიდი-ჯუმი-ოფაჩხაფუ
N11 - ზუგდიდი - ინგირი
N13 - ზუგდიდი - კორცხელი - ნაცატუ - ჭკადუაში (მეურნეობის კარი)
N14 - ზუგდიდი - ნარაზენი
N23 - ზუგდიდი - ცაიში - ცაცხვი
N29 - ზუგდიდი - ახალსოფელი - უჩაშონა
N30 - ზუგდიდი - კახათი - ზუგდიდი ალერტკარი
N31 - ზუგდიდი - დავითიანი - ოქტომბერი

შეცვლილ გრაფიკს აპროტესტებს მგზავრების ნაწილი. ისინი "მუნიციპალური ტრანსპორტის" ფეისბუქ გვერდზე წერენ, რომ მათი სკოლის თუ სამსახურის გრაფიკს განრიგი მკვეთრად აცდენილია და ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივებს.

მერიაში კი განმარტავენ, რომ განრიგის შეცვლა მოსახლეობამ თავად მოითხოვა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ძალიან მცირე დროით არის ცვლილება, 10-10 წუთით, დაახლოებით. ამ ეტაპზე მარშუტების დამატების საჭიროება არ არის, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში გაითვალისწინებენ საზოგადოებრივ ინტერესებს, " - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში.

განრიგი და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე.


Print