ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოდან მელია-გვარამიას გუნდს 14 წევრი უერთდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 14 წევრი ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მოძრაობას უერთდება. ეს ის 14 წევრია, რომელმაც ენმ რამდენიმე თვის წინ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარის მაია კალანდიას თქმით, "ახალში" გაწევრიანების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, თუმცა რადიო "ათინათთან" მან მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"მთავარი პრიორიტეტი ახალ გუნდთან ერთად არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ოლიგარქიის საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ბრძოლა და კოალიციური მთავრობა, რომელიც განაგრძობს საქართველოს ევროსტრუქტურებში გაერთიანებას, წინსვლას და წარმატებას. მორჩება ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება", - აღნიშნა კალანდიამ.

მელიამ და გვარამიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება ორი დღის წინ დააფუძნეს.


Print