ახალი ამბები
რატომ წავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" 17 ზუგდიდელი წევრი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ განცხადება დღეს, 5 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენები და აზრთა სხვადასხვაობა შეუძლებელს ხდიდა თანამშრომლობის პერსპექტივას და ამიტომ, მიიღეს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.

"ჩვენ არ ვამბობთ უარს იმ ტრადიციების გაგრძელებაზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში დამკვიდრდა საქართველოში. ეს იყო დემოკრატიის პრინციპები, მიუხედავად იმ სხვა ცუდი მხარეებისა, რომლებიც ჰქონდა იმჟამინდელ მმართველობას. თუმცა პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა, როდესაც ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ერთმანეთისკენ მიმავალი გზები გამოგვენახა იმიტომ, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა. პარტიაში ჩვენ გადავიტანეთ ძალიან მძიმე პირობები და თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ დგას, ახალგაზრდებს მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ ბრძოლა იმ 9 წლიან სინერგიასთან, რომელიც ჰქონდა საქართველოს იმ წარმატებულ პერიოდში", - თქვა კალანდიამ.

მისივე განცხადებით, დეპუტატები, რომლებმაც პარტიის დატოვება გადაწყვიტეს, გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ. კალანდია, ასევე ამბობს, რომ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა იქნება.

"ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვილაპარაკეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.

რაც შეეხება ფრაქციას, ამ ტექნიკურ დეტალებს მოგახსენებთ უახლოეს მომავალში. ჩვენ უარს არ ვეუბნებით ჩვენს თანამებრძოლებს, იმ რვა ადამიანს, რომელთან ერთადაც მოვედით ამ დარბაზში და ვიბრძვით "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რა ფორმატში იქნება და როგორ, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ", - აღნიშნა მან.

"ჩვენ საკმაოდ ვესროლეთ ერთმანეთს ტალახი, შევწყვეტთ ამას და მივმართავთ ჩვენს სინერგიას იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს თავისი ოლიგარქიით, დღეს და ხვალ საქართველოს ხელისუფლებას. არ გამოვიდა ერთიანი ბრძოლა, იყო ძალიან დიდი ღირებულებები, რომლებმაც დაგვაშორა ერთმანეთს, ბრძოლის მოტივაცია არ აღმოჩნდა ენმ-ში, ჩავთვალეთ, რომ მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ჩვენ ახალ პლატფორმას გავაკეთებთ, ეს იქნება ერთიანი სხვა ბრძოლა ოლიგარქიის წინააღმდეგ", - ასე დაასრულა საუბარი კალანდიამ.

მის მსგავსად, ენმ-დან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიაც ყურადღებას ამახვილებს პარტიაში მიმდინარე საკვანძო საკითხებში ინტერესთა სფეროების გაუცხოებაზე.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იმპერატიულად, წამიერად არ მომხდარა, მთელი ეს პროცესი, რაც შიდაპარტიულ არჩევნებს უკავშირდებოდა, მათ შორის შიდა პარტიულ არჩევნებამდე პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ ორმოცი ათასმა მომხრემ მიმართა მესამე პრეზიდენტსაც, ახალ მენეჯმენტსაც, ესკალაციის განსამუხტავად, იმისათვის, რომ ახლებურად ყოფილიყო ერთიანობა, მართლაც მოვუწოდებდით ყველანაირად და მათგან ვერანაირი დადებითი პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ, ვერ მიიღო გუნდმა", - თქვა ბასილაიამ.

მან აღნიშნა, რომ პარტიაში იყო მსუბუქი რეპრესიები, ასევე კომპრომისების მიღწევას ართულებდა მხოლოდ ერთი მხარის მზაობა მოლაპარაკებებისთვის.

"როდესაც ერთი მხარე კომპრომისის რაღაც წინადადებებს გთავაზობს და ამაზე ორმოცი ათასი პიროვნება აწერს ხელს, იმავდროულად არის მიმართვების შეხვედრებიც, იყო ათასი მოლაპარაკება და როდესაც მეორე მხარე არცერთ ამ წინადადებაზე არ მიდის, ბუნებრივია, შემდეგ ხდება ლოგიკური მომენტი, წუთი, დრო იმისა, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო", - განმარტა მან.

რაც შეეხება ფრაქციულ მუშაობას, მისი თქმით, არ ეცდებიან კონფრონტაციას და საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობა შენარჩუნდება.

"ჩვენ ვეცდებით, ჩვენს მეგობრებთან, რომლებთანაც წლები გაგვიტარებია და ძალიან მტკივნეული მომენტია დარწმუნებული ვარ მათთვისაც. ჩვენ ვეცდებით ამ ფორმატში საკრებულოში გავაგრძელოთ მუშაობა, უმთავრესი იყო ხალხის დაკვეთა და ხალხის დაკვეთს ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ", - თქვა ბასილაიამ.

ის ასევე ამბობს, რომ სამომავლოდ, გაგრძელდება ბრძოლა, იგეგმება კონსულტაციები, შეჯერდებიან ერთობლივ ფორმატზე და შეიქმნება ახალი პლატფორმა, ახალი წინადადებებითა და პროგრამით.

დღეს, ზუგდიდში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა და 3-მა აქტივის თანამშრომელმა პარტია დატოვა.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ენმ-ს წევრი, ანა წითლიძეც. მან პარტიიდან წასულ ოპოზიციას მოუწოდა საკრებულოებში ენმ-დან მიღებული მანდატებისა და თანამდებობების დატოვებისკენ.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრების ნაწილი პარტიას ტოვებს

ანა წითლიძე ენმ-ს უკვე ყოფილ წევრებს მანდატების დატოვებისკენაც მოუწოდებს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.