ახალი ამბები
ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში და ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანაზე ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გასაწევი მომსახურება ითვალისწინებს:

ცხოველთა იზოლირებას ჰუმანური მეთოდებით;

თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ, მათ დეჰელმენტიზაციას (ბაქტერიებზე, პარაზიტებზე დამუშავება);

სტერილიზაცია/კასტრაციას, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას (ქარხნული დანომრილი საჭდით, ე.წ ბირკით);

ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზიას და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადატანას.

ამავე ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველ კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი ან სარგებლობის სხვა ფორმის თავშესაფარი ან ვეტერინარული საავადმყოფო. მას გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი უნდა ჰყავდეს და სავალდებულოა, რომ სამკურნალო კლინიკა აღჭურვილი იყოს ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებით, მოსათავსებელი შენობით ან ვოლიერებით.

ტენდერში წინადადებები მიმდინარე წლის 2-დან 4 აპრილის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კი ვალდებული იქნება სამუშაოები ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულოს.

პარლამენტში 13 თებერვალს ინიცირებული "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება. მის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მიუსაფარი ცხოველების მუნიციპალური თავშესაფრების აშენება სხვა ქალაქებთან ერთად სენაკსა და მესტიაშიც იგეგმება.

ზუგდიდის საკრებულომ მიუსაფარი "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი" 2023 წელს დაამტკიცა, რომელშიც მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.

ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ 2019 წელს რადიო "ათინათის" დილის ეთერში დააანონსა


ამავე თემაზე: 

რეკომენდაციები შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის შესახებ - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა აიკრძალება
Print