რეგიონი
მერაბ ქვარაია: ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ მან "ათინათის" დილის გადაცემაში ისაუბრა.

"ჩემი ადგილობრივ ხელისუფლებაში საქმიანობის პერიოდში, ძალიან აქტიურად ვატარებდით კვლევებს ჩვენს მოსახლეობასთან. ვფიქრობ, ეს იყო კარგი პრაქტიკა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააგრძელოს ის. სწორედ ეს კვლევები გვაძლევდა მიმართულებას, თუ რა სჭირდება ჩვენს თანაქალაქელებს და რა მიმართულებით უნდა გაგვეაქტიურებინა ჩვენი საქმიანობა. იკვეთებოდა მუდმივად, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სხვა პრობლემებთან ერთად, თუ სხვა გამოწვევებთან ერთად, იყო მიუსაფარ ცხოველთა საჭიროება. ჩვენ დავიწყეთ მაშინ ამ საკითხზე მუშაობა. გამოიყო მიწის ფართი, ვეცადეთ დაგვეინტერესებინა ბიზნეს წრეები, თუმცა მაშინ ეს ფაქტიურად ვერ მოხერხდა. საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მაღალი დონის თავშესაფრის მშენებლობა. თუმცა გავაგრძელეთ მუშაობა. მე ჩართული ვიყავი ამ სამუშაოებში ჩემი პარლამენტში არჩევის შემდეგაც. გავმართეთ საჯარო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, ჩამოვიყვანეთ ექსპერტები, ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ თემატიკაში და დღეს ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყველა რეგიონში ფაქტობრივად მიმდინარეობს და დაწყებულია მუშაობა ამ თავშესაფრის მშენებლობის თვალსაზრისით. თავშესაფარი აშენდება ჩვენს რეგიონშიც, მათ შორის ზუგდიდში. დაახლოებით 300 ცხოველზე გათვლილი თავშესაფარი, რომელიც იფუნქციონირებს ჩვენთან და მე ვფიქრობ, რომ წლის განმავლობაში უკვე ხორცს შეისხამს ეს პროექტი, რაც კარგია და სასიხარულოა", - თქვა მაჟორიტარმა.
ამ თემაზე საუბარი მან სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზეც გააგრძელა, სადაც მერაბ ქვარაია მოსახლეობას ერთი წლის ანგარიშს აბარებს. მისი თქმით, თავშესაფრის შესაძლო ლოკაციად სოფლების ჭითაწყარისა და ცაიშის საზღვარი განიხილება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება. თავშესაფარი ვალდებული იქნება აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკის უზრუნველყოფა, ასევე ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.