ახალი ამბები
ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვებს სახლში მიუტანენ
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ხვალიდან, ზუგდიდის უფასო სასადილოს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკის არიან და რისკ ჯგუფს წარმოადგენენ საკვებს მოხალისეები სახლებში მიუტანენ. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.

შესაბამისი რეკომენდაციები მოხალისეებს დღეს მერიაში გამართულ ტრენინგზე მისცეს. მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

ზუგდიდის უფასო სასადილოს 280 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც ამ მომსახურებით ყოველდღე სარგებლობენ.
Print