საზოგადოება
"ათინათის" საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპი დასრულდა (ვიდეო)

"ათინათში"
საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპმა წარმატებულად ჩაიარა. პროექტი Democracy Outreach/Alumni Grants Program-ის ფარგლებში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის მთავარი მიზანი, ბავშვებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებაა.

10-დან 13 წლამდე ბავშვები 2 კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ტრენერებთან ერთად მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე , როგორიცაა: ფინანსური განათლება, საბაზო ბიზნეს და სამეწარმეო უნარები, ადამიანის უფლებები და მოვალეობები, აქტიური მოქალაქეობა, დემოკრატია და მოხალისეობა.

ასევე საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეებმა ზუგდიდის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს. მათ მოკლე სემინარი ჩაუტარდათ იმის შესახებ,თუ რა სახის მომსახურება შეიძლება მიიღონ აღნიშნულ დაწესებულებაში.

პროექტის ფარგლებში,ისინი სხვადასხვა სფეროში მომუშავე საინტერესო ადამიანებსაც შეხვდნენ.

"ათინათში"
საზაფხულო სკოლის ბოლო ნაკადი 25 ივლისს დაიწყება.

Print