პოლიტიკა
პრეზიდენტი წლიური ანგარიშით 2 თებერვალს წარდგება
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ელოდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეტალები და კონკრეტული თარიღი პარლამენტის ბიუროზე დაზუსტდება.

ასევე, განსახილველი საკითხებს შორის იქნება,თუ როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილი ახალ პრემიერთან თანამშრომლობას, ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობას პრეზიდენტისგან აინტერესებს.

ოპოზიცია კი ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ გააგრძელოს მისი წინამორბედის გამოცდილება და დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას, ამასვე მოუწოდებენ მთავრობას.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს 2 თებერვალს იხსნება.

Print