ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი შესაძლებელს უწოდებს რუსეთის ჯარების შეჭრას უკრაინაში სამშვიდობო ძალების, ან ჰუმანიტარული მისიით.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "როიტერს" განუცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სამხედრო ინტერვენციის შანსებს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: "არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა".
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს რიტორიკას ჰუმანიტარული მისიის აუცილებლობის შესახებ და უკრაინის საზღვართან სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ამდენად, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს "არალეგალური სამხედრო ოპერაციისთვის" უკრაინაში.
დღეს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის.
მასალის გამოყენების პირობები