ახალი ამბები
საგარეო უწყებამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებისთვისაც საქართველოს უვიზო რეჟიმი ექნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა პირველი სექტემბრიდან შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: 1. ავსტრალიის თანამეგობრობა 2. ავსტრიის რესპუბლიკა 3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა 4. ალბანეთის რესპუბლიკა 5. ამერიკის შეერთებული შტატები 6. ანდორის სამთავრო 7. ანტიგუა და ბარბუდა 8. არაბთა გაერთიანებული საამიროები 9. არგენტინის რესპუბლიკა 10. ახალი ზელანდია 11. ბარბადოსი 12. ბაჰრეინის სამეფო 13. ბაჰამის თანამეგობრობა 14. ბელარუსის რესპუბლიკა 15. ბელგიის სამეფო 16. ბელიზი 17. ბოსნია და ჰერცეგოვინა 18. ბოტსვანის რესპუბლიკა 19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 20. ბრუნეი-დარუსალამი 21. ბულგარეთის რესპუბლიკა 22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 23. დანიის სამეფო 24. დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია 25. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი; 27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი 28. დომინიკის რესპუბლიკა 29. ელ-სალვადორი 30. ეკვადორის რესპუბლიკა 31. ესპანეთის სამეფო 32. ესტონეთის რესპუბლიკა 33. თურქეთის რესპუბლიკა 34. თურქმენეთი 35. იაპონია 36. ირლანდიის რესპუბლიკა 37. ისლანდია 38. ისრაელის სახელმწიფო 39. იტალიის რესპუბლიკა 40. კანადა 41. კატარის სახელმწიფო 42. კვიპროსის რესპუბლიკა 43. კოლუმბიის რესპუბლიკა 44. კორეის რესპუბლიკა 45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა 46. ლატვიის რესპუბლიკა 47. ლიტვის რესპუბლიკა 48. ლიბანის რესპუბლიკა 49. ლიხტენშტაინის სამთავრო 50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 51. მავრიკის რესპუბლიკა 52. მალაიზია 53. მალტის რესპუბლიკა 54. მექსიკის შეერთებული შტატები 55. მონაკოს სამთავრო 56. მოლდოვის რესპუბლიკა 57. მონტენეგრო 58. ნიდერლანდების სამეფო 59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები 60. ნორვეგიის სამეფო 61. ომანის სასულთნო 62. პანამის რესპუბლიკა 63. პოლონეთის რესპუბლიკა 64. პორტუგალიის რესპუბლიკა 65. რუმინეთი 66. რუსეთის ფედერაცია 67. საბერძნეთის რესპუბლიკა 68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 69. სან-მარინოს რესპუბლიკა 70. საუდის არაბეთის სამეფო 71. საფრანგეთის რესპუბლიკა 72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია 73. სეიშელის კუნძულები 74. სენტ-ვისენტი და გრენადინები 75. სერბეთის რესპუბლიკა 76. სინგაპურის რესპუბლიკა 77. სლოვაკეთის რესპუბლიკა 78. სლოვენიის რესპუბლიკა 79. სომხეთის რესპუბლიკა 80. ტაილანდის სამეფო 81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა 82. უზბეკეთის რესპუბლიკა 83. უკრაინა 84. უნგრეთი 85. ფინეთის რესპუბლიკა 86. ქუვეითის სახელმწიფო 87. ყირგიზეთის რესპუბლიკა 88. ყაზახეთის რესპუბლიკა 89. შვედეთის სამეფო 90. შვეიცარიის კონფედერაცია 91. ჩეხეთის რესპუბლიკა 92. წმინდა საყდარი 93. ხორვატიის რესპუბლიკა 94. ჰონდურასის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს. იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი). 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.