ახალი ამბები
სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, ქალთა კოლონიაში 5-მა მსჯავრდებულმა შიმშილობა შეწყვიტა
სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ქალთა კოლონიაში მოშიმშილე მსჯავრდებულებიდან ხუთმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ მათ სხვებიც შეუერთდებიან, ვინაიდან მოშიმშილეთა ყველა მოთხოვნა, ფაქტობრივად, დაკმაყოფილებულია."ისინი მოითხოვდნენ ზვიად ქორიძესთან შეხვედრას და გუშინ ბატონი ზვიადი მათ შეხვდა. მან ინდივიდუალურად გაიარა მოშიმშილეებთან ყველა საკითხი. ახლა ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ და ვფიქრობ, მისგანაც არ იქნება წინააღმდეგობა. ასე რომ, რა მოთხოვნებიც მათ ჰქონდათ, ფაქტობრივად დაკმაყოფილებულია. ჩემი ინფორმაციით, ხუთმა ქალბატონმა უკვე შეწყვიტა შიმშილობა. ალბათ, დანარჩენებიც შეწყვეტენ", - განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, ქალთა კოლონიაში 25-მდე მსჯავრდებული შიმშილობდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები