სახალხო დამცველი და "ლაფანყურის სპეცოპერაციის ფაქტების დამდგენი საზოგადოებრივი კომისიის" წევრები დღეს პანკისის ხეობაში გაემგზავრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
"2012 წლის 28-29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 3 ქართველი სპეცრაზმელი და 7 ქისტი და ჩეჩენი მებრძოლი გარდაიცვალა.
სპეცოპერაციიდან 2 წელი გავიდა და გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები უკმაყოფილო არიან გამოძიების გაჭიანურებით და ითხოვენ დროულ და ობიექტურ გამოძიებას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები