საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელსა და ქალაქში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისაგან დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება.
დასუფთავების აქცია დღეს, 10:00 საათზე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად, პირადად მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და მერების ჩართულობით გაიმართება.
"მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა იზრუნონ საკუთარ საზღვრებში გარემოსა და იერსახის დასუფთავება-გაუმჯობესებაზე. მუნიციპალიტეტების დასუფთავების მასშტაბური აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათზე ზედამხედველობა გამგებლებისა და მერების მხრიდან გამკაცრდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტებში.
პირველ ეტაპზე პოლიტიკური პლაკატებისგან ყველა შენობის, სკვერის, ბოძისა თუ სხვა ადგილების დასუფთავება იგეგმება.
წინასაარჩევნო პლაკატების ნარჩენებისგან ქალაქის დასუფთავების აქცია რეგიონების გარდა, ასევე გაიმართება თბილისში და მასში მონაწილეობას გამგებლებთან ერთად პირადად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები