ახალი ამბები
დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
"ნაციონლაური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანა, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. საუბარია დაახლოებით 795 ათას ლარზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ეს ანგარიში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა. ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ფული კანონიერად არის მიღებული. დავით ბაქრაძის თქმით, 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ, მაკა მეტრეველმა შეიტანა. ამავე საკითხზე პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მედიაში მოხვედრაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს. დავით ბაქრაძე პროკურატურაში 14.00 საათისთვის უნდა მივიდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.