ახალი ამბები
ეკა ბესელია პატივისა და ღირსების შელახვისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატივისა და ღირსების შელახვისათვის იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს , რომლებმაც მისი შვილის სახელი "სქაი ბარის" დიჯეის, დაჩი დარჩიას მკველელობის საქმეს დაუკავშირეს.
როგორც ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი, რატი მილორავა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში საერთოდ არ ყოფილა, ბოლო კვირას კი რატი მილორავა ქობულეთში სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, მან სასტუმროს ადმინისტრაციას მისცა უფლება გაასაჯაროვოს რატი მილორავას სასტუმროში ყოფნის დამადასტურებელი ინფორმაცია. 
"ამ ქვეყანაში მე მავალია ადამიანის უფლებების დაცვა. ამ ადამიანებს შორის არის საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე რატი მილორავა. მან საკმაოდ ბევრი ტრავმა მიიღო ჩემს გამო და მგონი, საკმარისია მასზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება. აქ არაფერი თავის სამართლებელი არ არის და არც ასახსნელი - ის თბილისში არ ყოფილა, უკვე თვეზე მეტია. რამდენიმე თვეა საერთოდ არ ჩამოდის. კონკრეტულად ბოლო კვირა აჭარაში იყო. რაც დაიწერა და გავრცელდა, ძალიან მიკვირს, რომ ტელევიზიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. მე მაქვს მარტივი პასუხი – ყველა იმ პასკვილზე და ცილისწამებაზე, საქართველოს ერთი მოქალაქის ამ პატარა ბიჭის მიმართ მიყენებულ შეუარაცხყოფისთვის და ცილისწამებისთვის სასამართლოში მიბრძანდებიან და იქ აგებენ პასუხს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ამით უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც თავის თავს მედიის ნაწილს უწოდებს და თავს უფლებას აძლევს, მათ მიერ გამოგონილი ვერსიით, ზრაპრებით, ტყული და ბინძური ცილისწამებით ადამიანებს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მისი შვილი დაჩი დარჩიას მკველელობაში ბრალდებულის მეგობარი არ არის და მას საერთოდ არ იცნობს.
"ერთი ადამიანი დამისახელეთ, ვინც ადასტურებს, რომ ან მეგობარია, ან რატი ნახა თბილისში საერთოდ. მეპატრონემაც თქვა, რომ წლინახევრის წინ არის იქ ნამყოფი, მას შემდეგ კი არ გვინახავსო", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 
დიჯეი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, თბილისში, "სქაი ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.