ახალი ამბები
უჩა ნანუაშვილი - წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს
წელს საქართველოში 14 ქალი მოკლეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა , ქალთა მიმართ გამოხატული ძალადობისა და მკვლელობების ტალღა განსაკუთრებით საგანგაშო იყო მაისში, როდესაც ერთი თვის განმავლობაში 3 ქალი მოკლეს. "ეს ტენდენცია შეიძლება ითქვას, რომ კვლავ გრძელდება და ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა ომბუდსმენმა. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია და სტატისტიკა ითხოვა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები