კანონპროექტი სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნებს სახელმწიფო გამოცდაზე შეაფასებენ. გამოცდის წესს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად) დაადგენს, შემდგომ კი მთავრობა დაამტკიცებს.სახელმწიფო გამოცდას ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
„პირი, ვინც სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს, მიიღებს შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს), რომლის გამოყენებაც მას შეუძლია: საჯარო სამსახურში მიღებისას, მოქალაქეობის მოპოვებისას და სხვა დანიშნულებისამებრ“, - ვკითხულობთ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროეტქში.დოკუმენტის მიხედვით, ენის სახელმწიფო გამოცდას არ ჩააბარებენ ის პირები, რომელთაც ზოგადი ან უმაღლესი განათლება სახელმწიფო ენაზე აქვთ მიღებული.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია, ხოლო მისი ავტორი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ავთანდილ არაბულის ხელმღვანელობით, ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფია.
მასალის გამოყენების პირობები