დღეს ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. სოლიდარობის დღე 1958 წლის 8 სექტემბერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის მე-4 კონგრესზე ბუქარესტში დაწესდა. კონგრესის დეპუტატების ჩანაფიქრით, ამ დღეს ყველა ქვეყნის ჟურნალისტმა მსოფლიოს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი უნდა უჩვენოს, განსაკუთრებით საკუთარი უფლებების დაცვაში.
ეს დღე ჩეხი ჟურნალისტის იულიუს ფუჩიკის სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. იგი მსოფლიოში ცნობილი პრაღის ციხეში დაწერილი წიგნით „რეპორტაჟი სახრჩობელიდან" გახდა. აღნიშნული წიგნი ავტორის სიკვდილის შემდეგ, 70 ენაზე ითარგმნა, მათ შორის - ქართულად.
ამ დღეს, მთელ მსოფლიოში კონფერენციები და ყრილობები ტარდება, სადაც ჟურნალისტები ყველა ქვეყნიდან იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ქართულ მედიას ჟურნალისტური სოლიდარობის დღის საზეიმოდ აღნიშვნის ტრადიცია არ გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები