ტიბეტის სულიერი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტის მმართვის მეთოდებს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ პუტინი ახალი ბერლინის კედლის აღმართვას ცდილობს.
“ბატონო პუტინ, თქვენ თავდაპირველად იყავით პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, ახლა კვლავ პრეზიდენტი ხართ, ეს ძალიან ბევრია. ეს იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას ეგოისტური მიდგომა აქვს: მე, მე, მე და რუსეთის პრობლემების ფესვები სწორედ აქ არის”, - განაცხადა დალაი-ლამამ გერმანულ გამოცემა “Die Welt”-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი და მისი პრეზიდენტი არ ცდილობს გლობალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახდეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში თამაშის საერთაშორისო წესები მიიღოს.
“როგორც ჩანს, პუტინი ახალი ბერლინის კედლის აღმართვას ცდილობს, თუმცა ეს მის ქვეყანას დააზარალებს. რუსეთისთვის იზოლაცია თვითმკვლელობის ტოლფასია”, - აღნიშნა ტიბეტის სულიერმა ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები