ახალი ამბები
მუფთი ჯემალ პაქსაძე - მუსლიმები გულნატკენები ვართ
მუფთი ჯემალ პაქსაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, სამართალდამცველებს და პარლამენტს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯემალ პაქსაძემ განუცხადა, დროულად უნდა მოხდეს ფაქტის "ჩაქრობა", რათა რელიგიურ ნიადაგზე ქართველებს შორის დაპირისპირება არ წარმოიშვას. მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია მუსლიმურ პანსიონთან ღორის დაკვლა და რომ მსგავსი შემზარავი ფაქტი საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა. "შეურაცხმყოფელია, მუსლიმების პანსიონთან ღორის დაკვლა. ჩვენს რწმენაში ეს მიუღებელია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს შენობა, ეს ინდივიდუალური აზრია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ასეთი ცუდი და შემზარავი ფაქტი არ მოხმდარა. ტელეფონზე ზარი არ ჩერდება, ასევე, მოდის მრევლი და გვეკითხება, ასეთი შეურაცხყოფა როგორ მოგვაყენესო. ძალიან ცუდი ფაქტია. ვთხოვ ქვეყნის პრემიერს, სამართალდამცველებს, პარლამენტს, დროულად მოახდინონ ამ ფაქტის ჩაქრობა, რომ კიდევ ერთხელ რელიგიურ ნიადაგზე არ წარმოიშვას ქართველებს შორის დაპირისპირება. თუ ჩვენ ნიჭიერი და გონიერი ქართველები ვართ, ურთიერთპატივისცემა უნდა გაგვაჩნდეს. მუსლიმები გულნატკენები ვართ", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ. მისივე თქმით, ქობულეთში პანსიონის მშენებლობის შესახებ საქმის კურსში იყო რელიგიის სააგენტო და სამუფთო. ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ პასნიონი მოსწავლეებს სასკოლო განათლების მიღებაში უწყობს ხელს და დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით უტარდებათ რელიგიური გაკვეთილები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.