ახალი ამბები
ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში , კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა უელსში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგებზე იმსჯელეს. ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მან ასევე განაცხადა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტი არის შინაარსობრივად მაქსიმალურად დატვირთული და ახლა ალიანსი იწყებს მისი გადაწყვეტილებების განხორციელებას. კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით და ამისათვის ნატო-ს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს. მხარეებმა ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დროული განხორციელების აუცილებლობაზე. ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ალიანსის მზაობა გამოცდილების გაზიარებისა და პაკეტით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანი განხორციელებისთვის დახმარების თაობაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.