დედაქალაქის ბიუჯეტი 785 მილიონი ლარით განისაზღვრა. დეპუტატებმა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური მიმართულების პროგრამების დაფინანსება 8 მილიონი ლარით, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა.
კორექტირებული ბიუჯეტიდან თანხების უმეტესი ნაწილი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. არნიშნული პროგრამების დაფინანსება ხარჯების 12 მილიონით შემცირების ხარჯზე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები