ახალი ამბები
სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება
სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება,- ამის შესახებ გაზეთ „ალიას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ესაუბრა. „კიბერდანაშაულის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი იბერსივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს განსაზღვრავს, რომლის დასჯად გამოცხადება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს ევალება. ამასთანავე, კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, შექმნან კიბერდანაშაულთან ბრძოლის შიდა ეროვნული სპეციალიზირებული დანაყოფები. საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა. აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერსაშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. გარდა ამისა, 2012 წელს მიღებული იქნა კანონი „ინფორმირებული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისათვის. 2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლებისათვის, რომელიც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები. თუ ვინმემ ინტერნეტსივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ,: 41 12 96; 2 41 17 67“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.