ახალი ამბები
260 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა 260 დევნილი ოჯახისათვის (800-მდე დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს. დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქარელსა და წყალტუბოში დაუკანონდათ. მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების დაკანონების პროცესი კვლავ გრძელდება და საცხოვრებელი ფართები, სადაც დევნილები კანონიერად ცხოვრობენ მათი საკუთრება გახდება. “დღეს, მთავრობის დადგენილებით 800-მდე დევნილმა მიიღო საკუთრებაში ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით მომავალი ერთი წლის განმავლობაში. გეგმა გვაქვს, რომ ყველა დევნილმა უნდა დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, პრაქტიკულად ამით ხდება საკუთრების გრძნობის გაჩენა ამ მოქალაქეებში და ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები, ის ფართები, რომლებიც მათ დაკანონებული აქვთ ექცევა ჩვეულებრივ სამოქალაქო ბრუნვაში. როდესაც ჩნდება საკუთრების განცდა ადამიანებს უჩნდებათ მოტივაცია, რომ ვთქვათ რემონტი გააკეთონ და ეს საცხოვრებელი მოაწყონ ისე, როგორც მათთვის იქნება მოსახერხებელი. მაშინ როცა სახელწიფოს ან კერძო საკუთრებაში არის ფართები, არ იციან რა ნაბიჯი უნდა გადადგან და მუდმივად არიან გაურკვევლობის განცდაში. ეს გაურკვევლობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.