"მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება ხელისუფლების მხრიდან ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან დაახლოების კუთხით და არა განცხადებები, რომლებიც კეთდება. აფხაზებთან და ოსებთან აუცილებელია საუბარი არა გაერო-ს ან რომელიმე სხვა ტრიბუნიდან, არამედ ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ვერც ერთ ნაბიჯს ამ კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართულს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე,დღეს გმირთა მოედანზე,პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვით მიმართვას გამოეხმაურა,სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან აფხაზებს და ოსებს მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები