ახალი ამბები
ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა 5 პირი – 1984 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1986 წელს დაბადებული ზვიად ბ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ჯ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი ყ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თეთრიწყაროს რაიონში, სარკინიგზო მაგისტრალის ბედენის ზეგანის მონაკვეთზე საკონტაქტო სადენებს ჭრიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 5 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ნ, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვასილ ძ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ძ. დააკავეს, ხოლო 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული სადენები. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.