ახალი ამბები
კრიზისების საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
კრიზისების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია,რომ 28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას: "ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში. მეტეოროლოგების ვარაუდით,აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება,ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს. მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს. ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112", - ნათქვამია კრიზისების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.