ჩინეთში ჰონგკონგში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით, Instagram - ის ფოტო და ვიდეო მასალების გაცვლის სერვისი დაიბლოკა. ჩინეთის მცხოვრებლებმა twitter-ის საშუალებით გაავრცელეს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით, გაჩნდა შეტყობინებები სხვა სოციალური ქსელების დაბლოკვის შესახებ. ინტერნეტის მომხმარებლებმა სოციალურ ქსელებში, უიარაღო ხალხის წინააღმდეგ მთავრობის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების დამადასტურებელი, ფოტოები გამოაქვეყნეს. ამ დროისათვის ინსტაგრამში ჰეშთეგით #OccupyCentral გამოქვეყნებულმა ფოტოებმა 8850-ს გადააჭარბა. ჰონგკონგში უკვე რამდენიმე დღეა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების დემოკრატიულად ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები