ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სანაიას ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზი არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთან დაპირისპირება გახდა. "მაესტროში" ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ამდრომდე არ გაკეთებულა. ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" დატოვების შესახებ არხი განმარტებას სავარაუდოდ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 21:00 საათზე გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები