ახალი ამბები
"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს მათ ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი "თავისუფალი ზონის" ოფისთან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. "თავისუფალი ზონის" წევრები კი ამბობენ, რომ "თავისუფალი თაობის" 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ჩხუბის დროს ჩაიმსხვრა მინები, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც კობა ხაბაზმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ თავდასხმა იგეგმებოდა. "თუმცა, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივანიშვილი-ღარიბაშვილის "ტიტუშკებს" მისცა საშუალება შემოჭრილიყვნენ ოფისში ხელკეტებით შეიარაღებულები და მოეწყოთ დებოში. არასდროს ვატარებ იარაღს მარტივი მიზეზის გამო - მუშტით უკეთესად გავუსწორდები ტრისტან წითელაშვილისთანა სამშობლოს გამყიდველებს", - განაცხადა კობა ხაბაზმა. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მივიდნენ. "თავისუფალი ზონის" ოფისთან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. "თავისუფალი ზონის" ოფისთან დაპირისპირებამდე, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.