ახალი ამბები
Wizz Air ბუდაპეშტი - ქუთაისის მიმართულებით იფრენს
ავაიაკომპანია Wizz Air-ი ამაღამ ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. ავიაკომპანია ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება 2012 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის დღეს დაიწყო. პირველი ავიარეისი Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით შეასრულა, რასაც მოჰყვა ვარშავა, კატოვიცე, ლვოვი, ხარკოვი, დონეცკი, ვილნიუსი, მოსკოვი, თელ-ავივი სხვადასხვა ავიაკომპანიების შესრულებით. 2014 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 178.574 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2013 წელს აეროპორტით 188.682 მგზავრმა ისარგებლა. ახალი ავიარეისის გახსნასთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ორ წელს აღნიშნავს. ამჟამად აეროპორტში რეისებს ხუთი ავიაკომპანია (Wizz Air, S7, Ural Airways, Belavia, Georgian Airways) ახორციელებს. 2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380.172 მგზავრს მოემსახურა. ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ამაღამ პირველი ავიარეისი 00:15 საათზე შესრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.