საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში მიღებულ რეზოულიციის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ბაჩო ახალაიაზეა საუბარი.
აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას წულუკიანი აღნიშნავს, რომ ახალაიასთან მიმართებაში კანონი არ დარღვეულა.
„ამჟამად ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ივნისიდან, სერგო თეთრაძის საქმეზე. ხოლო ივნისიდან დღემდე ცხრათვიანი ვადა არ არის გასული. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არცერთ მიმდინარე საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კონსტიტუციური, 9-თვიანი ვადა არ არის დარღვეული, რადგან ჩვენი კანონი ყოველ ახალ საქმეზე ამ ვადის ათვლას თავიდან ითვალისწინებს. ამიტომაც კანონი დაცულია. თუ ევროსაბჭოში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი პარლამენტარები თვლიან, რომ თვითონ კანონია უხარისხო და შესაცვლელია, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, ეს კანონი შეცვალოს. მაგრამ, დღეს ჩვენი კანონი არ არის დარღვეული და ბაჩო ახალაია აბსოლუტურად კანონიერად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და შესაბამისად იმ ციხეში, სადაც ის არის",-განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები