2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევრაზიის საბაჟო ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობის პროექტს. დაახლოებით სამი დღე დაჭირდება დოკუმენტის ტექსტის ზუსტ თარგმანს, რის შემდეგაც, უკვე 10 დეკემბრისთვის დოკუმენტს ხელი მოეწერება მინსკში, ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე.
ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად განაწილდება: სომხეთს ერგება ხარჯების 1.13%, ბელორუსს - 4.65%, ყაზახეთს - 7.25%, რუსეთს - 86.97%. სომხეთისთვის, ასევე, გადაწყდა ევრაზიულ კავშირთან დიდი ხნის მანძილზე განხილვის რეჟიმში მყოფი საკითხი - ევრაზიული საბაჟო კავშირის საცალო ტარიფის გადავადება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საქონელზე, რომლის იმპორტი მესამე ქვეყნიდან ხორციელდება. მათზე შენარჩუნდება სომხეთში დღეს მოქმედი ტარიფები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოთ 2-3%-იანი პუნქტით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში - 15%-მდე. უკვე 2022 წლისთვის სომხეთი სრულად უნდა გადავიდეს ევრაზიული კავშირის საცალო ტარიფებზე.
სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა გაიმართოს 10 ოქტომბერს მინსკში. იმავე დღეს ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იგეგმება ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგის გამართვა.
მასალის გამოყენების პირობები