ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმანებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
მთავრობის მეთაური დღეს თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მეჩეთში შეკრებილ მუსლიმანებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მუსლიმებისა და მართლმადიდებლების თანაცხოვრება საქართველოში საუკუნეებს ითვლის.  “ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სიყვარულის, იმედის, ქველმოქმედების დიდი დღესასწაული და სიამოვნებით ვუერთდები თქვენს სიხარულს. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ტოლერანტობით. ჩვენი მრავალკულტურული ურთიერთობები და თანაცხოვრება უნიკალური და უპრეცენდენტო. ის ხელოვნურად დადგმული პროვოკაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. სახელმწიფო ყოველთვის იქნება უკომპრომისო ასეთ პროვოკაციებთან დაკავშირებით. არავის მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივების უფლებას, მით უმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგას ყველა რელიგური აღმსარებლობის მოქალაქეების გვერდით და ასე იქნება მომავალშიც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.