შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ წეროვანთან, 1987 წ. დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშც 11 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. პატრულ-ინსპექტორმა შეტყობნების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს. პატრულმა ნაპოვნი თანხა კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.
მასალის გამოყენების პირობები