ახალი ამბები
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
5 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ქართველ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიულოცავს. მოწვეული სტუმრებისა და თბილისის პედაგოგებისთვის წარმოდგენილი იქნება ვიდეო რგოლი. საზოგადოების ცნობილი სახეები მოიგონებენ იმ პედაგოგებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მათ წარმატებებსა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ვიდეო რგოლში მონაწილეობენ: კახი კავსაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, ეკა მიშველაძე, ლელი ბლაგონრავოვა, ირინა ფრუიძე, დავით ველიჯანაშვილი, თამთა დემურიშვილი, ნანა ჩაჩუა, ნოდარ ტაბიძე, ნუცა კოპალიანი. პროფკავშირების ინფორმაციით, გასულ წელს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, როგორც მსოფლიო მასწავლებელთა გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის" წევრმა ორგანიზაციამ საქართველოში დაიწყო გლობალური კამპანია ,,გავერთიანდეთ ხარისხიანი განათლებისათვის - ხარისხიანი განათლება უკეთესი მომავლისათვის",რომლის მიზანია დაცული იყოს პედაგოგთა უფლებები, რათა ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლების მიღება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.