დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 37-ე ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 621 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ ნათლულებს პატრიარქი დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 19 136 ნათლული ჰყავს.
შეგახსენებთ, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
მასალის გამოყენების პირობები