ახალი ამბები
ილია მეორე - ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება
ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა და სიკეთისა და ბოროტების მნიშვნელობაზე იქადაგა. "ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღმერთისგანაა. სიკეთის კეთება უნდა დავიწყოთ და ჩვენზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება. სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, ბოროტებას ხალხმა სიკეთით უნდა უპასუხოს და ამით ბოროტებას გზა გადაეკეტება. "წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ბოროტებას არ ვუპასუხოთ ბოროტებით. როცა ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხებთ, ის ბოროტება ორმაგდება და უარესი ხდება. ბრძენი ადამიანი, როდესაც ბოროტებას უკეთებენ სიკეთით უპასუხებს და ბოროტებას ამით გზას უკეტავს და ეს ბოროტება ჩერდება", - ბრძანა პატრიარქმა. მანვე განაცხადა, რომ ადამიანმა მოახდინა გადაფასება და სიკეთეს აფასებს იმად, რაც არ არის სიკეთე და ბოროტება სიკეთედ მიაჩნია."ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. რთული არის იმით, რომ ადამიანმა, კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც არ არის სიკეთე და ბოროტებას სიკეთედ ვთვლით. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს, მაგრამ სად არის ეს სიმართლე არავინ იცის. ეძებენ სიმართლეს და არ ფიქრობენ, რომ ეს სიმართლე თავის თავში იპოვონ. რა არის სიმართლე?! ეს არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ერთია. არ შეიძლება ნახევარი ჭეშმარიტი იყოს და ნახევარი არ იყოს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ყოველი კაცი ცრუ არის, ესე იგი ჩვენ ყოველნი ვართ ცრუ. ეს შეიძლება ვერ გაიგოს მრავალმა, მაგრამ ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს. სიმართლე ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ", - ბრძანა პატრიარქმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.