შვილის თვითმკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის დედამ, ლალი ცინცაძემ თვითმკვლელობა სცადა და კლოფელინის დიდი დოზა დალია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით კვირას, გამთენიისას, 06:30 საათზე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ოპერატიული ჩარევის შედეგად ქალბატონის გადარჩენა მოხერხდა და მას კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
რაც შეეხება 27 წლის დათო გვასალიას, ის შაბათს, მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დათო გვასალიას დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები