„ნატო-ს საკუთარი ჯარის განთავსება შეუძლია ყველგან, სადაც მოესურვება“, - ამის შესახებ პოლონეთში მყოფმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინის კრიზისის ფონზე კი თავის სამხედრო აქტივობას ზრდის. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მომავალი წლიდან ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც იგეგმება.
„ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, სწრაფი მოქმედების ძალების თაობაზე. თუმცა, ამის გარეშეც, ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები